საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლებაში
ტრენინგის რეფლექსია
თანამედროვე სამყაროში მოგეხსენებათ რაოდენ დიდი როლი უჭირავს ტექნოლოგიებს. ტექნოლოგიური საშუალებების გარეშე
ცხოვრება გახდა შეუძლებელი. ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიებისა
და პროგრამების გამოყენება სასწავლო პროცესში.
ტრენინგი აღმოჩნდა ჩემთვის ძალიან სახალისო და საინტერესო. ამ ტრენინგმა საშუალება
მომცა გამეხსენებინა უკვე ნასწავლი და შემესწავლა სიახლეები.
ტრენინგის პირველივე დღეს თავი გაგვაცნო არაჩვეულებრივმა ტრენერმა დიანა
მიქაძემ, გავიცანით მონაწილეებმა
ერთმანეთი და გავაკეთეთ საკუთარი თავის წარდგინება. ამის შემდეგ დავსახეთ
სამოქმედო გეგმა თუ რომელ დღეს რა უნდა გაგვეკეთებინა.
ტრენინგზე ვისწავლეთ როგორ დავგეგმოთ გაკვეთილი საინფორმაციო ტექნოლოგიების
გამოყენებით ამათუიმ
საგანში, რაც ვფიქრობ უფრო საინეტერესო და სახალისო იქნება
მოსწავლეებისთვის, ასევე ხელს
შეუწყობს ჩვენს კარიერულ წინსვლასა და წარმატებას.
ტრენინგის მსვლელობისას ვისწავლეთ:
•
MS officce პროგრამები
(word, excel , power point)
•
ვისწავლეთ თუ როგორ უნდა დავწეროთ გაკვეთილის გეგმა
•
გავაკეთეთ გაკვეთილის პრეზენტაცია power point-ში
•
გავაკეთეთ ბლოგი და ვისწავლეთ თუ როგორ განვათავსოთ
ბლოგზე ჩვენს
მიერ შექმნილი პრეზენტაციები და რესურსები.
•
დავწერეთ პროექტები სხვადასხვა თემაზე:
ტრენინგი იყო საინტერესო და ბევრის მომცემი, თუმცა ვისურვებდი ყოფილიყო უფრო ხანგრძლივი და მეტ კრედიტიანი და საშუალება გვქონოდა შეგვესწავლა დამატებით სხვა პროგრამებიც.
მადლობა ჩვენს ტრენერს დიანა
მიქაძეს რადგანაც ტრენინგმა ჩაიარა მშვიდ, მეგობრულ სასწავლო გარემოში.